ხელი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ხელის

1. ადამიანის სხეულის ნაწილი მხრიდან თითის წვერებამდე.

ხელი მოხვია. ხელი ასწია. ხელი მოიტეხა.

2. ადამიანის სხეულის ნაწილი მაჯიდან თითის წვერებამდე.

ხელის გული. ხელს უჭერს.

3. ერთდროულად გამოსაყენებელი ნივთების კომპლექტი.

თითო ხელი ლოგინი. ერთი ხელი ტანსაცმელი.

4. ასოების წერის თავისებურება.

ლამაზი ხელი. გაკრული ხელით წერს.

5. იგივეა, რაც პარტია(2).

ერთი ხელი ნარდი. ერთი ხელი ჭადრაკი.

6. რაიმე საქმეში მონაწილე, დამხმარე.

ხელი აკლია. ხელი სჭირდება. მზრუნველი ხელი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ვინმეზე ხელს აღმართავს

ვინმეზე ძალას იხმარს, ფიზიკურად გაუსწორდება.

ვინმეს ხელს აძლევს

მისთვის ხელსაყრელია, მოსახერხებელია.

მის ხელშია

მისი გადასაწყვეტია, მასზეა დამოკიდებული.

ხელები გაეხსნება

თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცემა.

ხელებს გაასავსავებს

უიმედობას, უსუსურობას ხელების მოძრაობით გამოხატავს.

ხელი მოითბო

სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

ხელიდან გაუშვებს

არ გამოიყენებს.

ხელიდან წავა

უწესო ცხოვრებას დაიწყებს.

ხელის შევლება

მიხმარება, მიშველება რაიმე საქმეში.

ხელს გააყოლებს

თან წაიღებს, მოჰპარავს.

ხელს გაუმართავს

დაეხმარება.

ხელს დაადებს

ბრალს დასდებს.

ხელს დააფარებს

დაეხმარება დანაშაულის დაფარვაში, სასჯელს აარიდებს.

ხელს მოჰკიდებს

რაიმე საქმიანობას დაიწყებს.

ხელს ჩაიქნევს

იმედს დაკარგავს.

ხელში ჩაუვარდება

შემთხვევით, მოულოდნელად იშოვის, მიიღებს.

ხელიდან დასხლტომა

ვინმესგან უცებ გაქცევა, თავის დაღწევა, გასხლტომა.