ხატი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ხატის

1. მაცხოვრის ან წმინდანების გამოსახულება, რომელსაც მორწმუნეები თაყვანს სცემენ.

ღვთისმშობლის ხატი.

2. წარმართული ღვთაება საქართველოს მთიანეთში.

ლაშარის ხატმა დაგლოცოთ.

3. ადგილი, სადაც ხატის (2)სალოცავად იმართება დღეობა.

ქალები ხატში ვერ შედიან.

ბმულები

ხატობა