ხაზი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ხაზის

1. რაიმე ზედაპირზე კალმით, ფანქრითა და მისთ. გავლებული ზოლი.

სწორი ხაზი. ხაზის გასმა.

2. ვინმეს ან რაიმეს განლაგება ერთ რიგზე.

სანაპირო ხაზი. ფრონტის ხაზი.

3. ტექნიკური საშუალება რაიმეს შორ მანძილზე გადასაცემად.

დენის ხაზი. ტელეფონის ხაზი დაზიანდა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ხაზის გასმა

ყურადღების გამახვილება, რაიმეს განსაკუთრებით აღნიშვნა.

ხაზს გადაუსვამს

უარყოფს, დაივიწყებს რაიმეს.