ჭირი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ჭირის

1. ცხოველთა მწვავე გადამდები დაავადებების საერთო სახელწოდება.

საქონლის ჭირი.

2. გასაჭირი, გაჭირვება, უბედურება.

შეჩვეული ჭირი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

რა ჭირად უნდა?

საუბრული არ სჭირდება, ვერაფერში გამოიყენებს.

შავი ჭირი

ინფექციური დაავადება, დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი და აგზნებადობა.

შენი (თქვენი) ჭირი წაიღო.

საუბრული მოკვდა, გარდაიცვალა.

შენი (თქვენი) ჭირიც წაუღია.

საუბრული ამბობენ, მაშინ როცა რაიმეს დაკარგვას ადვილად ეგუებიან.

ჩემდა ჭირად

საუბრული სამწუხაროდ, საუბედუროდ.

ჭირივით (ჭირის დღესავით) ეჯავრება

საუბრული ვერ იტანს, ძალიან ეჯავრება.

ჭირის სუფრა

მიცვალებულის მოსახსენებელი სუფრა.

ბმულები

ჭირიანი