წამოწევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: წამოწევის

ზმნები: წამოსწევს წამოუწევს წამოიწევა წამოეწევა

1. აწევა, წამოდგომა, წამოჯდომა.

თავი წამოსწია. სკამიდან წამოვიწიე. საწოლიდან წამოიწია.

2. ცოტათი გამოწევა.

სკამი აქეთ წამოსწია.

3. წინ მიმავალთან ახლოს მისვლა, დაწევა(2).

მონადირეს მგელი წამოეწია. მდევარი წამოეწიათ.

4. საკითხის, პრობლემისა და მისთ. გამოყოფა, პირველ რიგში განხილვა.

ახალგაზრდობის საკითხი წინ წამოსწიეს. პოლიტიკური თემა წინ წამოსწიეს.

ბმულები

წამოწეული