წამოსკუპება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: წამოსკუპების

ზმნები: წამოასკუპებს წამოსკუპდება წამოუსკუპდება

1. ბავშვის, პატარა ფრინველის ან ცხოველის წამოჯდომა.

კნუტი ცეცხლთან წამოსკუპდა. ბავშვი სკამზე წამოსკუპდა.

2. უპატივცემულო შეუფერებელ ადგილას, შეუფერებელ დროს დაჯდომა.

სუფრასთან პირველები წამოსკუპდნენ.