წაკითხვა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: წაკითხვის

ზმნები: წააკითხებს წაიკითხავს წაუკითხავს წაიკითხება წაეკითხება წააკითხვინებს

1. დაწერილის, დაბეჭდილის თვალით აღქმა და გონებაში აღბეჭდვა ან გახმოვანება.

ახალი წიგნი წავიკითხე. ბავშვს ზღაპარი წაუკითხა.

2. საჯაროდ გამოსვლა და რაიმეს წარმოთქმა.

პოეტმა თავისი ლექსები წაგვიკითხა. ლექცია წაიკითხა.

ბმულები

წაკითხული წასაკითხი