ძირი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ძირის

1. იგივეა, რაც ფესვი.

ბალახი ძირიანად ამოიღო.

2. რაიმეს ქვედა ნაწილი.

ხის ძირი. მთის ძირი.

3. ერთი ცალი მცენარე.

ორი ძირი ბალი.

4. ერთ სკაში მცხოვრები ფუტკრის ოჯახი.

ათი ძირი ფუტკარი.

5. შთამომავლობა, მოდგმა.

არც შვილი ჰყავს. არც ძირი.

6. იგივეა, რაც ფსკერი.

7. ფეხსაცმლის ქვედა ნაწილი.

ფეხსაცმლის ძირი გაუტალახიანდა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ძირშივე მოსპობს

განვითარების საშუალებას არ მისცემს, აღმოფხვრის.

ძირს გამოუთხრის

უმტრობს, საფუძველს შეურყევს, დაასუსტებს.

ძირს დასცემს

დაჯაბნის, დაამარცხებს.

ბმულები

უძირო