ცხვირი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ცხვირის

1. ადამიანისა და ცხოველის ყნოსვისა და სუნთქვის ორგანო.

ცხვირი გაიტეხა. კეხიანი ცხვირი.

2. რაიმეს წაგრძელებული, წინ გაშვერილი ნაწილი.

გემის ცხვირი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ცხვირიდან ძმარს ადენს

სცემს, სასტიკად მოექცევა.

ცხვირს გარეთ არ ყოფს

სახლშია, გარეთ არ გადის.

ცხვირს ვერ შეყოფს

ვერ შევა, ვერ შეაღწევს.

ცხვირს ჩამოუშვებს

მოიწყენს, დაღონდება.

ცხვირს ჩაყოფს

სხვის საქმეში, საუბარში ჩაერევა.

ბმულები

ცხვირ-პირი ცხვირა ცხვირწინ