ცეცხლი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ცეცხლის

1. რაიმეს წვის შედეგად გამოყოფილი სიმხურვალისა და ნათების ერთობლიობა.

გიზგიზა ცეცხლი. ცეცხლი დაანთო.

2. გასროლა ყველა სახის ცეცხლსასროლი იარაღიდა.

ცეცხლი გაუხსნა.ავტომატის ცეცხლი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ცეცხლი უკიდია

ძალიან ძვირია.

ცეცხლის ფასად

ძალიან ძვირად.

ცეცხლის ხაზი

ბრძოლის წინა ხაზი.

ცეცხლს ეთამაშება

დაუფიქრებლობით თავს ხიფათში იგდებს.