ჩახვევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ჩახვევის

ზმნები: ჩაახვევს ჩაიხვევს ჩაუხვევს ჩაიხვევა ჩაეხვევა

1. ხელების შემოხვევა, ჩახუტება.

ერთმანეთს ჩაეხვივნენ. ბავშვი დედას ჩაეხვია.

2. შიგნით დახვევა, ჩათრევა.

ფირი ჩაეხვა. ბორბალმა კაშნე ჩაიხვია.

3. მიმართულების შეცვლა, ქვევით გახვევა1.

სახლისკენ ჩაუხვია. მანქანამ პარკთან ჩაუხვია.

ბმულები

ჩასახვევი