ჩაჭრა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ჩაჭრის

ზმნები: ჩაჭრის ჩააჭრის ჩაიჭრის ჩაუჭრის ჩაიჭრება

1. ზევიდან ქვევით გაჭრა.

კაბა უკან ოდნავ ჩაჭრა. ბადე ჩაჭრეს.

2. დაჭრა და თან რაიმეში ჩაყრა.

სალათას მწვანილი ჩააჭრა.

3. არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება.

გამოცდაზე ჩაიჭრა. მათემატიკაში ჩაჭრეს.

ბმულები

ჩაჭრილი