ჩასწრება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ჩასწრების

ზმნები: ჩაასწრებს ჩაუსწრებს

1. სხვაზე ადრე ჩასვლა.

მატარებელს ჩაასწრო.

2. დროულად ჩასვლა.

ცოლ-შვილს სოფელში ჩაუსწრო. რთველს ჩაუსწრეს. მომაკვდავს ძლივს ჩავუსწარი.