ჩაკითხვა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ჩაკითხვის

ზმნები: ჩაიკითხავს ჩაუკითხავს ჩაეკითხება

1. ბოლომდე წაკითხვა.

სტატია მალე ჩაიკითხა.

2. რაიმეს გასარკვევად დაწვრილებით კითხვების დასმა, ჩაძიება.

რამდენჯერმე ჩაეკითხა.

3. ამბის გასაგებად ან მოსანახულებლად ჩასვლა.

ბავშვებს ეზოში ჩააკითხა. ამხანაგებმა აგარაკზე ჩააკითხეს.