ჩაკვრა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ჩაკვრის

ზმნები: ჩაჰკრავს ჩააკრავს ჩაიკრავს ჩაუკრავს ჩაიკვრება ჩაეკვრება ჩააკვრევინებს

1. ჩარტყმა.

თავში ხელი ჩაჰკრა.

2. ჩამაგრება, ჩაწებება.

ალბომში მარკები ჩააკრა. თონეში პური ჩააკრეს.

3. უნებლიეთ ჩაყოფა.

ტალახში ფეხი ჩავკარი.

4. იგივეა, რაც ჩახუტება.

შვილი გულში ჩაიკრა.

ბმულები

ჩაკრული ჩასაკრავი