ჩაი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ჩაის

1. მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, აქვს მოგრძო ფოთლები და თეთრი ან ვარდისფერი სურნელოვანი ყვავილები.

ჩაის პლანტაცია.

2. ჩაის (1)გამომშრალი და საგანგებოდ დამუშავებული ფოთლები, იყენებენ ცხელი სასმელის დასამზადებლად.

ქართული ჩაი.

3. ამ ფოთლებისგან დამზადებული ცხელი სასმელი.

უშაქრო ჩაი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ჩაის ჭიქა

ჩაისთვის (2)განკუთვნილი ჭიქა, რომელიც შეიძლება სხვა სასმელის დასალევადაც გამოიყენებოდეს.

ბმულები

საჩაიე