ჩათრევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ჩათრევის

ზმნები: ჩაათრევს ჩაითრევს ჩაეთრევა ჩაათრევინებს

1. თრევით ჩატანა, სიღრმეში წაღება.

ტახტი სარდაფში ჩაათრიეს. ტალღამ ჩაითრია.

2. ძალდატანებით, მოტყუებით რაიმე საქმეში (ძირითადად ცუდში) ჩაბმა.

ჩხუბში ჩაითრიეს. ნარკომანებმა ჩაითრიეს.

3. უპატივცემულო ჩასვლა, ჩაყვანა.

უთხარით, ჩაეთრიოს! ახლავე დაბლა ჩაათრიეთ!