შეფასება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: შეფასების

ზმნები: შეაფასებს შეუფასებს შეფასდება შეუფასდება შეაფასებინებს

1. ღირებულების, ფასის განსაზღვრა.

ახალი საქონელი შეაფასეს. ექსპერტებმა ნახატი ძვირად შეაფასეს.

2. ხარისხის განსაზღვრა, აღნიშვნა.

სპექტაკლმა კარგი შეფასება დაიმსახურა. დეგუსტატორებმა ღვინო შეაფასეს.

3. ცოდნის დონის განსაზღვრა სპეციალური მაჩვენებლით (ნიშნით, ქულითა და მისთ.).

მოსწავლეების შეფასება. აბიტურიენტთა ნამუშევრები შეაფასეს.

ბმულები

შეფასებული