ყური

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ყურის

1. ადამიანისა და ცხოველის სმენის ორგანო, მოთავსებულია თავის ქალის გვერდითი ნაწილის ორივე მხარეს.

ყურის ტკივილი. ყურის ექიმი.

2. ჭურჭლის ან რაიმე საგნის ხელის წასავლები.

ქოთნის ყური. კალათის ყური. ჩანთის ყური.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ყური წაიღო

მომაბეზრებლად ბევრს ლაპარაკობს.

ყურით მოთრეული

ნაძალადევი, ყალბი, არადამაჯერებელი.

ყურს აკლია

კარგად არ ესმის.

ყურს არ ათხოვებს

არ მოუსმენს.

ყურს დაუგდებს

მოუსმენს, დაუჯერებს.

ყურს მოჰკრავს

შემთხვევით გაიგონებს.

ყურებს ჩამოყრის

მოიწყენს, დანაღვლიანდება.

ყურები დაუგუბდება

ცოტა ხნით სმენა შეუსუსტდება.

ყურებს არ უჯერებს

უკვირს რაც გაიგონა, გაოცებულია.

ყურებს გამოუჭედავს

ბევრი ლაპარაკით თავს მოაბეზრებს.

ყურად იღებს

წიგნური გაითვალისწინებს.

ბმულები

ყურიანი