ყვავი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ყვავის

1. საშუალო ზომის გარეული ფრინველი, აქვს შავი ფრთები და რუხი გულ-მუცელი.

ყვავის ბახალა.

2. კარტის ოთხი სახეობიდან ერთ-ერთი.

ყვავის ექვსიანი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ყვავი-ჩხიკვის მამიდა

საუბრული ამბობენ ძალიან შორეულ ნათესავზე.