ყბა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ყბის

1. სახის წყვილი (ზედა და ქვედა) ყველაზე მსხვილი მოძრავი ძვალი, რომელშიც კბილებია ჩასმული.

ყბის ძვალი. ზედა და ქვედა ყბა. ლაპარაკისგან ყბები მეტკინა.

2. საუბრული იგივეა, რაც ლოყა.

ყბაში სილა გააწნა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ვინმეს ყბაში ჩავარდება

ვინმეს სალაპარაკო გახდება.