ქოთქოთი

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ქოთქოთის

ზმნები: ქოთქოთებს

1. დიდი ხმაური, არეულობა, ალიაქოთი.

ხალხში ქოთქოთი ატყდა.

2. უკმაყოფილების, წყრომის, აღშფოთების გამომხატველი ლაპარაკი, საქციელი.

ქოთქოთი დაიწყო. ბევრი იქოთქოთა. ქალი ქოთქოთებს.