ქლიავი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ქლიავის

1. მრგვალი ან წაგრძელებული ფორმის, მუქი ლურჯი ან წითელი ფერის, წვნიანი, ერთკურკიანი ხილი.

ქლიავის წვენი. ქლიავის ჩირი.

2. საშუალო ზომის ხე, რომელიც ისხამს ქლიავს (1). აქვს დაკბილული, მთლიანი ფოთლები და წვრილი, თეთრი ყვავილები.

აქ ქლიავი კარგად ხარობს.