ქარი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ქარის

ჰაერის ნაკადის მოძრაობა დედამიწის ზედაპირის პარალელურად.

ქარი ქრის. ქარი ჩადგა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ქარს გაატანს (ფულს, ქონებას)

(ფულს, ქონებას) გაფლანგავს.

თავში ქარი უქრის.

დაუფიქრებელია, არასერიოზულია.

ორპირი ქარი

ორი მოპირდაპირე მხრიდან შემოჭრილი ჰაერის ნაკადი.

ბმულები

ქარიანი