ფორმულარი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ფორმულარის

1. ბიბლიოთეკის ბარათი, რომელშიც აღინიშნება წიგნის გაცემისა და დაბრუნება დრო.

ძველი ფორმულარი.

2. ბიბლიოთეკაში თითოეული მკითხველის წიგნაკი, რომელშიც აღინიშნება მის მიერ გატანილი და დაბრუნებული წიგნები.

3. დავთარი ან ბლანკი, რომელშიც იწერება ცნობები ნაგებობის, დანადგარისა და მისთ. შესახებ.

თვითმფრინავის ფორმულარი. ფორმულარის მიხედვით შეაკეთა.