ფანტია

ზედსართავი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ფანტიას

1. რაც იფანტება.

ფანტია ბრინჯი.

2. ვინც ქონებას ფანტავს, უყაირათოდ ხარჯავს.

მაგ ფანტიას რა ფული ეყოფა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ფანტია ფლავი

გრძელი ჯიშის ბრინჯის ფლავი, რომელიც მოხარშვის შემდეგაც იფანტება.