ტყავი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ტყავის

1. ცხოველთა ბეწვიანი გარე საფარი.

დათვის ტყავი. მგლის ტყავი.

2. მასალა, რომელიც მიიღება ცხოველთა ტყავის (1)სპეციფიკური დამუშავების შედეგად.

ტყავის ფეხსაცმელი. ტყავის ქურთუკი. ტყავის ხელთათმანი.

3. ადამიანის კანი.

ტყავი სძვრება.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ტყავს გააძრობს

1. ძალიან ბევრს ამუშავებს. 2. ძალიან ძვირად მიჰყიდის რაიმეს.

შენს ტყავში დაეტიე

შენს საქმეს მიხედე, ნუ მეტიჩრობ.