ტუჩი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ტუჩის

1. პირის ზედა და ქვედა ხორცოვანი დაბოლოება.

ქვედა ტუჩი. სქელი ტუჩები.

2. დოქის, სურის, სასმისის წინ წამოწეული ნაწილი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ტუჩებზე რძე არ შეშრობია

ამბობენ ძალიან ახალგაზრდა ადამიანზე.

ტუჩებს იბზუებს

უკმაყოფილებას გამოხატავს.

ბმულები

ტუჩ-კბილი