ტრიალი1

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ტრიალის

ზმნები: ტრიალებს

1. იგივეა, რაც ბრუნვა1.

ბორბალი ტრიალებს.

2. რაიმე ამბის, მდგომარეობისა და სხვ. გავრცელება გარკვეულ ადგილას, ყველაფრის მოცვა.

ოჯახში დიდი სიხარული ტრიალებს. ბაღში ვარდის სურნელი ტრიალებს.

3. გადატანითი საქმიანობა, საჭირო საქმის კეთება.

ოჯახში ტრიალი უყვარს.

4. გარკვეულ წრეში, გარკვეულ ადგილას ხშირად ყოფნა.

მხატვრებში ტრიალებს. გავლენიან ხალხში ტრიალებს.