ტიპი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ტიპის

1. საგნების ან მოვლენების ამა თუ იმ ჯგუფის ზოგადი სახეობა, რომელსაც გარკვეულ თვისებათა ერთობლიობა ახასიათებს.

ახალი ტიპის ავტომობილი. ახალი ტიპის მობილური ტელეფონი.

2. მხატვრული სახე, პერსონაჟი, რომელშიც განზოგადებულია ადამიანთა გარკვეული თვისებები.

ქართველი ქალის ტიპი.

3. საუბრული გამორჩეული გარეგნობის ან თვისებების ადამიანი.

კარგი ტიპია. ცუდი ტიპია. მხიარული ტიპი.

ბმულები

ტიპობრივი ტიპური