ტივტივა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ტივტივას

1. მსუბუქი მასალისგან დამზადებული მცურავი საგანი, რომელიც არ იძირება. აბამენ ანკესის ძაფს, სათევზაო ბადეს საჭირო სიღრმის შესანარჩუნებლად.

ანკესის ტივტივა. ბადის ტივტივები.

2. მცურავი მოწყობილობა, რომელიც სითხის დონეს არეგულირებს.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

პატარა ტივტივა

საცურაო ზღვრის მაჩვენებელი (ნიშნული) პლაჟებზე.