ტვინი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ტვინის

1. ადამიანისა და ცხოველის ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილი, რომელიც მოთავსებულია თავის ქალასა და ხერხემლის ღრუში.

ზურგის ტვინი. ტვინის გარსი.

2. ნივთიერება, რომლითაც ამოვსებულია ძვლის ღრუ.

ძვლის ტვინი.

3. ადამიანის აზროვნებისა და გონიერების სიმბოლო.

ტვინი არა აქვს.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ტვინის შერყევა

ტვინის ტრავმული დაზიანება.

ტვინს აურევს

მიღებულ გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს, სწორ გზას ააცდენს.

ტვინს იჭყლეტს

ბევრს ფიქრობს.

ტვინს წაიღებს

თავს მოაბეზრებს, ზედმეტად შეაწუხებს.

ბმულები

უტვინო