ტექნიკა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ტექნიკის

1. მანქანა-დანადგარების, აპარატურის, მექანიკური მოწყობილობებისა და მისთ. ერთობლიობა.

საწარმოო ტექნიკა. კომპიუტერული ტექნიკა. სამრეწველო ტექნიკა. უახლესი ტექნიკა.

2. პროფესიული ოსტატობა.

ფორტეპიანოზე დაკვრის ტექნიკა. ცეკვის ტექნიკა. მხატვრის ტექნიკა.

3. შრომის იარაღებისა და საშუალებების ერთობლიობა.

ტექნიკის განვითარების დონე.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

უსაფრთხოების ტექნიკა

ისეთი სამუშაო პირობებისა და საშუალებების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო მუშაობას.

ბმულები

ტექნიკური