ტარანი2

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ტარანის

1. ციხესიმაგრის კედლების, კოშკების სანგრევი იარაღი; ჯაჭვზე ჩამოკიდებული რკინის მორი.

2. ძველი ხომალდის ცხვირზე დამაგრებული რკინის შვერილი მტრის ხომალდისათვის საძგერებლად.

3. საჰაერო ბრძოლაში ავიაგამანადგურებლის მანევრი, რომლის დროსაც მოიერიშე თვითმფრინავი მოწინააღმდეგეს ცხვირით ეჯახება.