სახე

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: სახის

1. ადამიანის თავის წინა ნაწილი.

მომღიმარი სახე. სახეზე ხელი აიფარა. სახეზე ფერუმარილი უსვია.

2. გარეგნობა, ფორმა, მოყვანილობა, შესახედაობა, იერი.

სახე იცვალა. პირვანდელი სახე დაიბრუნა. სხვა სახით მოგვევლინა.

3. საგნის, მოვლენის, ობიექტის გამოხატვის, ასახვის ფორმა ადამიანის ცნობიერებაში.

მხატვრული სახე. სახეებით აზროვნება.

4. მოხაზულობა, გამოსახულება ქაღალდზე, ქვაზე, ქსოვილზე.

ლამაზი სახეები ამოქარგა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

სახე აელეწა

სახე გაუწითლდა.

სახე გაუბრწყინდა

სახეზე სიხარული, კმაყოფილება გამოეხატა.

სხვადასხვა სახის

სხვადასხვაგვარი, სხვადასხვანაირი.

ბმულები

სახეობა სახიანი უსახო უსახური