საზღვარი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: საზღვრის

1. ხაზი, რომელიც ტერიტორიის ორ ნაწილს ყოფს, მიჯნავს ერთმანეთისგან.

საჰაერო საზღვარი. საქართველოს საზღვარი.

2. რაიმეს უმაღლესი საფეხური, უკიდურესი დონე, ზღვარი.

ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

საზღვარი არა აქვს

ძალიან დიდია, დაუსრულებელია.