როგორ

ზმნიზედა

1. რანაირად, რა საშუალებით, რა გზით.

როგორ მოვიქცე.

2. რა ძალიან, რა ძლიერ (გამოიყენება გაკვირვების, აღტაცებისა და მისთ. გამოხატვისას).

როგორ გალამაზებულა! როგორ უხდებიან ერთმანეთს!

3. არ, ვერ (გამოიყენება ისეთი მოქმედების გამოხატვისას, რომლის შესრულება დაუშვებლად მიაჩნიათ).

ამას როგორ იზამდა! უარს როგორ გვეტყვის!

იდიომები და მყარი შესიტყვებები

როგორ არა

უეჭველად, რასაკვირველია, რა თქმა უნდა.