რეკვიზიტი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: რეკვიზიტის

1. დეკორაციის ნაწილი ან საგნები, რომლებიც სჭირდებათ მსახიობებს წარმოდგენის მსვლელობისას.

განახლებული რეკვიზიტი. სპექტაკლის რეკვიზიტები.

2. ოფიციალური მონაცემების (მისამართის, ანგარიშის ნომრისა და მისთ.) ერთობლიობა.

საბანკო რეკვიზიტები. სამინისტროს რეკვიზიტები.