რბილი

ზედსართავი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: რბილის

1. რაც ადვილად იცვლის ფორმას, რის დამუშავებაც ადვილია.

ანტონიმი მაგარი.

რბილი მიწა. რბილი ბალიში.

2. ნაზი, სათუთი.

რბილი კანი. რბილი თმა.

3. გადატანითი სათნო, ლმობიერი.

რბილი ხასიათი. რბილი ადამიანი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

რბილი ჰავა

თბილი, სასიამოვნო ჰავა.