რა

ნაცვალსახელი

ნათესაობითი ბრუნვა: რის

1. გამოხატავს კითხვას ყველაფრის მიმართ, გარდა ადამიანისა.

რა გქვია? რა მომიტანე? რას წერ?

2. რამდენი, რა რაოდენობისა (გამოიყენება თანხის შესახებ შეკითხვისას).

რა ღირს? მკურნალობა რა დაჯდა?

3. როგორი (გამოიყენება მოწონების, გაკვირვებისა და მისთ. გამოხატვისას).

რა კარგი ძმა გყოლია! რა რთული ამოცანა შემხვდა.

4. [ზმნიზედის ფუნქციით] როგორ (გამოიყენება მოწონების, გაკვირვებისა და მისთ. გამოხატვისას).

რა ლამაზად წერს! რა ხშირად წვიმს!

5. [კავშირის ფუნქციით] წიგნური როდესაც, როგორც კი.

დაბრუნდა რა სამშობლოში, ისევ განაგრძო თავისი მოღვაწეობა.

6. [ნაწილაკის ფუნქციით] გამოხატავს თხოვნას, ხვეწნას.

მეც წამიყვანე, რა!