პირობა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: პირობის

1. იგივეა, რაც შეთანხმება.

მტკიცე პირობა. პირობის დადება.

2. იგივეა, რაც მოთხოვნა.

მკაცრი პირობა. პირობა წამოაყენა. პირობის დაკმაყოფილება.

3. [მრავლობითი] გარემო, რომელშიც რაიმე ხდება, ვინმეს უწევს ყოფნა.

ცუდი პირობები. პირობები გამოსწორდა.

4. გარემოება, რომელზეც დამოკიდებულია რაიმეს შესრულება.

უმთავრესი პირობა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ამოცანის პირობა

მათემატიკის, ფიზიკისა და მისთ. ამოცანის შინაარსი, რომლის საფუძველზეც უნდა ამოიხსნას იგი.

ერთი პირობა

ერთხანობას, ერთ მომენტში.

პირობას გადავა

შეთანხმებას დაარღვევს, დაპირებას არ შეასრულებს.

ბმულები

პირობაზე