პედალი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: პედალის

1. მანქანის ნაწილი,რომელზე ფეხის დაჭერაც ამუშავებს მექანიზმს.

ავტომანქანის პედალი. საკერავი მანქანის პედალი. თვითმფრინავის პედალი.

2. ზოგიერთი მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობის ფეხით სარეგულირებელი მოწყობილობა.

პიანინოს პედალი. როიალის პედალი. ორგანის პედალი.