პარამეტრი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: პარამეტრის

1. სიდიდე, რომელიც შედის მათემატიკურ ფორმულაში და თავის მუდმივ მნიშვნელობას ინარჩუნებს მხოლოდ მოცემული ამოცანის პირობებში.

2. საგნის ან მოვლენის ძირითადი თვისებების გამომსახველი სიდიდე (ან სიდიდეები).

ცოდნის პარამეტრები. შეფასების პარამეტრები.