პარადიგმა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: პარადიგმის

1. კულტურის, ცივილიზაციის, მეცნიერების განვითარების გარკვეული ეტაპისთვის დამახასიათებელი კონცეპტუალური შეხედულებების სისტემა.

ახალი პარადიგმა.

2. გრამატიკა ცხრილის ან ტაბულის სახით წარმოდგენილი ნიმუში, რომელიც ასახავს გარკვეული დონის ენობრივ ელემენტთა კანონზომიერ მიმართებებს.

სახელის ბრუნების პარადიგმა. ზმნის უღლების პარადიგმა.