პანტა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: პანტის

1. ტყის მსხალი - ყუნწიანი, საშუალო ან პატარა ზომის ხილი.

2. საშუალო სიმაღლის ან მაღალი ხე, რომელიც ისხამს პანტას(1).

იდიომები და მყარი შესიტყვებები

პანტასავით მიაყრის

ჩქარ-ჩქარა ილაპარაკებს.