ოქრო

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ოქროს

1. ყვითელი ფერის ძვირფასი ლითონი, გამოიყენება მონეტების მოსაჭრელად, სამკაულების დასამზადებლად, ასევე მატერიალური ღირებულების საზომად.

ოქროს საყურე. ოქროს ზოდი. ოქროს მედალი.

2. გადატანითი ძალიან კარგი, ძვირფასი.

ოქროს ხელები აქვს. ოქრო ბიჭია.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ოქროს ქორწილი

ცოლქმრული თანაცხოვრების 50 წლისთავის აღსანიშნავი წვეულება.

ოქროს ხანა

საუკეთესო პერიოდი.

ბმულები

ოქროსფერი