ორხელა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ორხელას

1. სატრანსპორტო საშუალება ან სახვნელი იარაღი, რომელსაც ორი ხელი აქვს და მათ შორის გამწევი პირუტყვი ებმება.

ცხენი ორხელაში შეაბა.

2. მჭრელი იარაღი, რომელსაც ორივე ბოლოში ხის ტარი (ხელის წასავლები) აქვს გაკეთებული.

ორხელა მოხრილი დანაა. ორხელათი ძელებს ასუფთავებენ.