ნაპერწკალი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ნაპერწკლის

1. უმცირესი ნაწილაკი, რომელიც ცეცხლმოკიდებული ან გავარვარებული ნივთიერებიდან ვარდება.

ნაპერწკლები სცვივა.

2. გადატანითი რაიმეს ძალიან მცირე ნაწილი, ნიშანი.

სიყვარულის ნაპერწკალია.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევს

ძალიან გაბრაზებულია.