ნაკრები

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ნაკრების

1. გარკვეული პრინციპით შეკრებილი სხვადასხვა საგნის, მასალისა და მისთ. ერთობლიობა.

ჭიქების ნაკრები. საღებავების ნაკრები.

2. რჩეულ სპორტსმენთა გუნდი, რომელიც სხვადასხვა გუნდის წევრებისგან არის შედგენილი.

საქართველოს ნაკრები. მოჭიდავეთა ნაკრები.