ნავთობი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ნავთობის

მუქი ყავისფერი ან მომწვანო ფერის ზეთოვანი, სპეციფიკური სუნის წიაღისეული, რომლის გადამუშავებითაც მიიღება ნავთი, ბენზინი, ზეთი და მისთ.

ნავთობის საბადო. ნავთობის ჭაბურღილი. ნავთობის მოპოვება.